დიდი გეტსბი
დიდი გეტსბი (ინგლ. The Great Gatsby) — ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანი, რომელიც 1925 წლის 10 აპრილს აშშ-ში გამოსცა. რომანი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს უფასოდ დაურიგეს რომანის ასლები. ახლადმოპოვებული პოპულარობის გამო, ნაწარმოებმა ბევრი ყურადღება მიიქცია და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ამერიკულ პოპ კულტურაში.
„დიდი გეტსბი“ | |
---|---|
The Great Gatsby | |
| |
ავტორი | ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი |
გარეკანის მხატვარი | ფრენსის კუგატი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ტრაგედია |
გამომცემელი | Charles Scribner's Sons |
გამოცემის თარიღი | 10 აპრილი, 1925 |
წინამორბედი | The Beautiful and Damned |
მომდევნო | ნაზია ღამე |
სიუჟეტი
რედაქტირება1922 წლის გაზაფხულზე, ნიკ კერუეი, იელის კურსდამთავრებული და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, მიემგზავრება ნიუ-იორკში, რათა დასაქმდეს ობლიგაციების გამყიდველად. ის ქირაობს კოტეჯს ლონგ-აილენდის სოფელ უესტ-ეგში, მდიდრული მამულის გვერდით, სადაც ცხოვრობს ჯეი გეტსბი, იდუმალი მულტიმილიონერი, რომელიც კაშკაშა წვეულებებს მასპინძლობს, მაგრამ მათში არ მონაწილეობს.
ერთ საღამოს, ნიკი სადილობს შორეულ ბიძაშვილთან, დეიზი ბიუკენანთან. დეიზი დაქორწინებულია ტომ ბიუკენენზე, ყოფილ ფეხბურთის ვარსკვლავზე, რომელსაც ნიკი კოლეჯის დღეებში იცნობდა. წყვილი ახლახან გადავიდა საცხოვრებელ სახლში გეტსბის სამკვიდროს მოპირდაპირე ყურეში. იქ ნიკი ხვდება ჯორდან ბეიკერს, თავხედ გოლფის ჩემპიონს, რომელიც დეიზის ბავშვობის მეგობარია. იმ საღამოს, ნიკი ხედავს გეტსბის, რომელიც მარტო დგას სახლის წინ და ჰორიზონტზე იდუმალ მწვანე შექს ხედავს.
რამდენიმე დღის შემდეგ, ნიკი უხალისოდ მიჰყვება მთვრალ და აჟიტირებულ ტომს ნიუ-იორკში. გზად ისინი ჩერდებიან ავტოფარეხთან, რომელშიც ცხოვრობენ მექანიკოსი ჯორჯ უილსონი და მისი მეუღლე, მირტლი. მირტლი უერთდება მათ და ტრიო მიდის ნიუ-იორკის პატარა ბინაში, რომელიც ტომმა იქირავა. სტუმრები მოდიან და იმართება წვეულება, რომელიც ტომსა და მირტლს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დამთავრება.
ერთ დილას, ნიკმა მიიღო ოფიციალური მოწვევა გეტსბის სასახლეში წვეულებაზე. წვეულებაზე ნიკი უხერხულადაა, რადგან არავის იცნობს, ამის გამო იგი იწყებს სმას, სანამ ჯორდანს არ შეხვდება. ჯორდანთან საუბრისას მას უახლოვდება მამაკაცი, რომელიც თავს ჯეი გეტსბიდ წარუდგენს და ამტკიცებს, რომ ის, ნიკთან ერთად, ომის დროს მე-3 ქვეით დივიზიაში მსახურობდა. გეტსბი ნიკთან დაახლოებას და მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.
ივლისის ბოლოს, ნიკი და გეტსბი სპიკერზე ისადილებენ. გეტსბი ცდილობს ნიკზე შთაბეჭდილება მოახდინოს მისი ომის გმირობებითა და ოქსფორდის დღეებით. ამის შემდეგ ნიკი კვლავ ხვდება ჯორდანს სასტუმრო პლაზაში. ჯორდანი ცხადყოფს, რომ გეტსბი და დეიზი შეხვდნენ დაახლოებით 1917 წელს, როდესაც გეტსბი ამერიკის საექსპედიციო ძალების ოფიცერი იყო. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ როდესაც გეტსბი საზღვარგარეთ გაგზავნეს, დეიზი ტომზე დაქორწინდა. გეტსბი იმედოვნებს, რომ მისი ახლად აღმოჩენილი სიმდიდრით და კაშკაშა წვეულებებით დეიზის ისევ შეაყვარებს თავს. გეტსბი იყენებს ნიკს დეიზისთან დაახლოების გეგმის შესამუშავებლად.
სექტემბერში, დეიზისა და გეტსბის დაახლოება ტომს განარისხებს და, ამის გამო, იგი გეტსბის დაუპირისპირდება. დეიზი ამტკიცებს, რომ უყვარს ტომიც და გეტსბიც, რაც ორივეს აღელვებს. ბოლოს, დეიზი ტომთან დარჩენას გადაწყვეტს, ხოლო ტომი გეტსბის სახლიდან გააგდებს.
ისტ ეგში დაბრუნებისას, გეტსბი და დეიზი მიდიან მანქანით დაარტყამენ უილსონის ცოლს, მირტლს. მირტლი ადგილზე გარდაიცვლება. მოგვიანებით გეტსბი ნიკს უყვება, რომ დეიზი მართავდა მანქანას, მაგრამ მას უნდოდა პასუხისმგებლობა თავზე აღება დეიზის დასაცავად. ნიკი გეტსბის გაქცევას ურჩევს, რათა თავიდან აიცილოს დევნა, მაგრამ ის უარს ამბობს. მას შემდეგ, რაც ტომი ეუბნება ჯორჯს, რომ მისი ცოლის სიკვდილისთვის პასუხისმგებელია გეტსბი, თავზარდაცემული ჯორჯი იარაღით მოკლავს გეტსბის მისი სასახლის საცურაო აუზთან, შემდეგ კი თავს იკლავს.
გეტსბის გარდაცვალების შემდეგ, ნიკს ნიუ-იორკი შესძულდება და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს. დაბრუნებამდე, ნიკი მიდის გეტსბის სასახლეში და ყურის გასწვრივ ათვალიერებს მწვანე შუქს, რომელიც დეიზის დოკის ბოლოში ანთია.
ადაპტაციები
რედაქტირებადიდი გეტსბის მიხედვით დადგმულია არაერთი სასცენო ნაწარმოები, პირველი, რომელიც 1926 წელს დაიდგა, ოუვენ დეივისს ეკუთვნის. რომანის მიხედვით გადაღებულია ჯამში 3 ფილმი: 1926, 1949,1974 და 2013 წლებში, სამივე იდენტური სახელით. ნაწარმოების ადაპტაციები ამით არ შემოიფარგლება. მისი მიხედვით ასევე გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სერიალები, შექმნილია სიმღერები, გრაფიკული ნოველები და თამაშები.