თავის ტვინის პარკუჭები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თავის ტვინის პარკუჭები — პირვანდელი ტვინის არხის სახეცვლილება, თავის ტვინის სისქეში მოთავსებული ღრუები. არსებობს ოთხი თავის ტვინის პარკუჭი: ორი გვერდითი (მათ შორის pირველია მარცხენა და მეორე მარჯვენა), მესამე და მეოთხე. ოთხივე პარკუჭი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. გვერდითი პარკუჭები უერთდება მესამეს პარკუჭშუა ხვრელებით (ლათ. foramina interventricularis). მესამე კი თავისმხრივ უერთდება მეოთხეს სილვიის წყალსადენის (ლათ. aquaeductus cerberi (sylvii))მეშვეობით. მეოთხე პარკუჭი განუწყვეტლივ გრძელდება თავის ტვინის ცენტრალურ არხში (ლათ. canalis centralis medullae spinalis) და გარდა ამისა დაკავშირებულია ქსელქვეშა სივრცესთან. აღნიშნული პარკუჭების ღრუები ამოვსებულია თავ-ზურგის ტვინის სითხით.

ადამიანის ტვინის პარკუჭთა სისტემა
ადამიანის ტვინის პარკუჭთა სისტემა ყველა მხრიდან

გვერდითი პარკუჭები

რედაქტირება

გვერდითი პარკუჭების (ლათ. ventriculi laterals)დასანახად საჭიროა თითოეული ჰემისფეროს თეთრი ნივთიერების ისე გადაჭრა, რომ ჭრილმა ლათინური S-ის მოხაზულობა მიიღოს. ჭრილმა უნდა გაიაროს კორძიანი სხეულის გვერდითი კიდეებიდან ერთი-ორი სანტიმეტრის დაშორებით. ამის შემდეგ საჭიროა კორძიანი სხეულის ბორცვის ოდნავ ზევით აწევა და კორძიანი სხეულის მუხლთან მისი განივად გადაჭრა, რის შედეგადაც მისი გვერდითი პარკუჭები გაიხსნება. გვერდითი პარკუჭების ნათლად დასანახად საჭიროა ნაკვეთის ნაპირების ოდნავ გაგანიერება, თეთრი ნივთიერების ზომიერი მოცილებით. ყოველ გვერდით პარკუჭში განირჩევა ცენტრალური ნაწილი და სამი რქა, რომლებიც ცენტრალური ნაწილიდან მიიმართება.

წინა რქა (ლათ. cornu anterius) მოთავსებულია ჰემისფეროს შუბლის წილში და შემოსაზღვრულია წინიდან, ქვემოდან და ზემოდან კორძიანი სხეულის მუხლითა და ფსკერით. მედიალურ კედლებს, ანუ ძგიდეს, წინა რქებს შორის, შეადგენს გამჭვირვალე ძგიდე, რომელიც შედგება ორი ფირფიტისგან. აღნიშნული ფირფიტები გადაჭიმულია საგიტალური მიმართულებით ტაღის სვეტებისა და კორძიანი სხეულის წველს, მუხლსა და ფსკერს შორის.გამჭვირვალე ფირფიტებს შორის მოთავსებულია დახშული, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ძგიდის ღრუ ანუ მეხუთე პარკუჭი. ლატერალური კედელია კუდიანი სხეულის თავი. უკან და ქვევით წინა რქა თანდათან ვიწროვდება და პარკუჭებშუა ხვრელის საშუალებით უერთდება ტვინის მესამე პარკუჭს. გვერდითი პარკუჭების ცენტრალური ნაწილი (ლათ. cella media) შეესაბამება თხემის წილს. იგი ვიწრო ჰორიზონტალური ნაპრალია, რომლის ზემო კედელი შექმნილია კორძიანი სხეულის წველით, ლატერალური კედელი - კუდიანი სხეულისკუდით, ქვევითა კედელი კი - ეპითელიური ფირფიტით, მესამე პარკუჭის სისხლძარღვთა სარქველით, რომელიც გადაჭიმულია თაღსა და კუდიან სხეულს შორის. აღნიშნული ფირფიტის მისამაგრებელ ხაზს ეწოდება საზღვროვანი ზონარი, რომელიც კუდიანი სხეულისა და მხედველობის ბორცვის საზღვაზეა მოთავსებული. პარკუჭის ცენტრალურ ნაწილში და ქვემო რქაში მოთავსებულია განსაკუთრებული ანატომიური წარმონაქმნი.

მესამე პარკუჭი

რედაქტირება

მესამე პარკუჭს ( ლათ. ventriculus tertius) თავის ტვინში ტვინის პარკუჭებს შორის ცენტრალური ადგილი უკავია. პარკუჭებშუა (მონროის) ხვრელების საშუალებით იგი წინ, მარჯვნივ და მარცხნივ უკავშირდება გვერდით პარკუჭებს. უკან კი სილვიის წყალსადენის საშუალებით მეოთხე პარკუჭს უერთდება. მესამე პარკუჭის ღრუ ვიწრო ნაპრალია, რომელიც მხედველობის ბორცვებს შორის ისეა მოქცეული, რომ მის გვერდით კედლებს შეადგენს მხედველობის ბორცვების ( ლათ. thalami optici) მედიალური ზედაპირები. ეს ბორცვები შეკავშირებულია ერთმანეთთან განივად მდებარე რუხი ნივთიერებით, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს არ შეიცავს და რომელსაც შუამდებარე, ანუ რუხი შესართავი ეწოდება. მესამე პარკუჭის ზედა კედელი წარმოდგენილია ეპითელიური ფირფიტით, რომელიც შეზრდილია მესამე პარკუჭის სისხლძარღვთა წნულთან, უკან ემაგრება სადავეებისა და გირჩისებრი სხეულის დორსალურ ზედაპირს, ლატერალურად კი გადადის ტვინოვან ზონარში. მესამე პარკუჭის წინა კედლის შემადგენლობაში შედის: საზღვროვანი ფირფიტა ( ლათ. lamina terminalis), ტვინის წინა თეთრი შესართავი ( ლათ. commissura cerebri alna auterior) და თაღის სვეტები ( ლათ. colimnae fornicis). აქ განირჩევა სამკუთხა ჯიბე და მხედველობის ჯიბე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თვალაძე გ., ადამიანის ანატომია, ტ. 2, გვ. 251-257.