ზღუდერის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ზღუდერის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერის ცენტრში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში. საცხოვრებელი სახლის ქვით ნაგები პირველი სართული ნახევარსარდაფია. მთავარი ფასადის მხარეს მას 1 კარი და 1 სარკმელი აქვს. იატაკი მიწისაა. მეორე საცხოვრებელი სართული ხისაა. აივანზე ვხვდებით სახლზე გვერდიდან მიდგმული ხის კიბით. აივნის მოაჯირი და სვეტებს შორის თაღები ციფრისჭვირული ორნამენტებით არის შემკული. სართულზე ტიხრით გაყოფილი და 1 კარით დაკავშირებული ორი ოთახია. მთავარი ფასადის მხარეს ოთახებს თითო კარი და სარკმელი აქვთ. ამის გარდა ერთი ოთახი ორი, ხოლო მეორე ერთი სარკმლით ნათდება. ნივნივებზე გაწყობილი ოთხფერდა სახურავი გადახურულია ყავრით.

ლიტერატურა

რედაქტირება