ზურიას საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ვაჩნაძიანში, სოფლის სამხრეთ დასავლეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,95x4,6მ), ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლების ზედაპირი შიგნით და გარედან გასწორებულია ბათქაშით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი, ჩამონგრეულია კონქისა და კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაბზარულია კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან აგურით ნაწყობი თაღითაა გადახურული, შიგნით კი- ხის ძელებით თარაზულად ყოფილა გადახურული( შემორჩენილია ძელების ბუდეები). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს რიყის ქვით თარაზულად გადახურული თითო პატარა ნიშაა. თითო სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. კონქის თაღი მთლიანად შირიმის ნათალი ქვითაა ნაწყობი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნაწილში, კამარის ქუსლის დონეზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის იატაკი მიწის ზედაპირზე ოდნავ დაბლაა, რის გამოც შესასვლელის ღიობში ორი საფეხურია მოწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება