სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანელიძე.

ზურაბ ჯანელიძე (დ. 13 აპრილი, 1965) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1996), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.[1]

ზურაბ ჯანელიძე
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1965(1965-04-13) (59 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1991 წელს. 1991–2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და კითხულობდა სალექციო კურსს გემორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე; 2007–2011 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. არის ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2010–2014 წლებში უძღვებოდა გეოგრაფიის მიმართულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1996 წელს თემაზე: „კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონის საინჟინრო გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია“. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია; პალეოგეოგრაფია; ზღვის სანაპირო პროცესები; გაუდაბნოების პროცესი საქართველოში; სპელეოლოგია; კლიმატის ცვლილების გავლენა ლანდშაფტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა : რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი. თბ., 2015.
  1. ზურაბ ჯანელიძე - ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მიმართულებით[მკვდარი ბმული]
  2. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.