ზურაბ გალაქტიონის ძე ჭუმბურიძე (დ. 6 ივლისი, 1926, სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 12 თებერვალი, 2022) — ქართველი ფილოლოგი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970), გელათის მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი (1995).

ზურაბ ჭუმბურიძე
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1926(1926-07-06)
დაბ. ადგილი ქვედა სიმონეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 2022(2022-02-12)[1] (95 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და შიო მღვიმელის სახელობის პრემია

1949 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი წიგნი „ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები“ 1956 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: „სალიტერატურო ენა და მწერლობა“ (1962), „რა გქვია შენ?“ (1966, 1971, 1982), „ლიტერატურული წერილები“ (1975), „მადლი დედაენისა“ (1982), „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (1983), „მყოფადი ქართველურ ენებში“ (1986).

გარდაიცვალა 2022 წლის 12 თებერვალს 95 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება