ზურაბ ცქიტიშვილი (დ. 31 იანვარი, 1941, თბილისი)[1]ქართველი ქიმიკოსი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).[2] სსრკ ჩემპიონი ფარიკაობაში.

ზურაბ ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1941 (1941-01-31) (83 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1965–1970 წლებში იყო რძის კომბინატის ცვლის ოსტატი; 1971–1972 წლებში — გარდაბნის რძის ქარხნის წარმოების უფროსი; 1972–1976 წლებში — დირექტორი; 1976–1990 წლებში — საქართველოს რძის მრეწველობის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1990–1993 წლებში — თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი. 1993–1994 წლებში — ამავე ქარხნის ბაზაზე შექმნილ ს/ს „ამალთეა“-ს გენერალური დირექტორი.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “.

გამოქვეყნებული აქვს წიგნი, 30 სამეცნიერო ნაშრომი და 20 გამოგონება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 386, თბ., 1998–1999.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზურაბ ცქიტიშვილის დეკლარაცია (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-31. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2020.
  2. ზურაბ ცქიტიშვილი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2020.