ზურაბ ქურციკიძე (დ. 1 იანვარი, 1973, კუმკურგანი, უზბეკეთი — გ. 31 მაისი, 2023, თბილისი) — ქართველი ფოტორეპორტიორი.

ზურაბ ქურციკიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1973
კუმკურგანი, უზბეკეთი
გარდაცვალების თარიღი 31 მაისი, 2023
თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფოტორეპორტიორი
აქტიური 2001-2023
დამსაქმებელი საქართველოს პირველი არხი
ზურაბ ქურციკიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. 2001-2003 წლებში იყო გაზეთ „რეზონანსის“ ფოტორეპორტიორი. 2004 წლიდან იყო ევროპული პრესის სააგენტოს (EPA) ფოტოკორესპონდენტი. 2017 წლიდან ამავე პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე.

ზურაბ ქურციკიძეს გაშუქებული აქვს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ შორის აღსანიშნავია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი, 2011 წლის 26 მაისის დარბევა თბილისში, 2014 წლის ევრომაიდნის მოვლენები კიევში, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი.[1]

ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ჟურნალისტები გაეთავისუფლებინა.[2]

ხელისუფლება ცვლილების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.

2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად, კიდევ სამი ფოტოგრაფი — გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები სრულად გაამართლა.[3] 2023 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ფოტოგრაფების სასარგებლოდ, მორალური ზიანისათვის ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.[4]

ზურაბ ქურციკიძე 2023 წლის 31 მაისს გარდაიცვალა.[5] უკანასკნელი რამდენიმე დღე თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.