ზურაბ ტყემალაძე (დ. 18 იანვარი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის (1999, 2004, 2012) დეპუტატი.

ზურაბ ტყემალაძე
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1944 (1944-01-18) (80 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 1965-1992 წლებში მუშაობდა სამტრესტის სხვადასხვა ღვინის ქარხნებში. 1992 წლიდან იყო საქართველოში პირველი პრივატიზირებული საწარმოს შ.პ.ს. „სამების“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან - გენერალური დირექტორი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და იყო ამ მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2005 წელს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე (21-10-2012 - 18-11-2016) .

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

ზურაბ ტყემალაძეს მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის 20-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი. ტყემალაძე არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი; ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ტყემალაძე არის საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ საპატიო წევრი. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება