ზურაბ ტაბატაძე
ზურაბ ტაბატაზე (დ. 15 მარტი, 1926, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.
ზურაბ ტაბატაზე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1926 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1948 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1950-1956 წლებში შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის რკინიგზის სახლის მშენებლობაზე — მშენებელ ოსტატად, უბნის უფროსად; მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში (სსრ კავშირის რკინიგზის ჯარებში სამსახურის დროს), ბატალიონის ინჟინრად, რკინიგზის ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობაზე — უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1957 წლიდან 21 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ სისტემაში: იყო ტრესტ „თბილგაზმშენის“ N1 სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, გაერთიანება „მთავართბილმშენის“ მთავარი ინჟინრის მოადგილე, გაერთიანების უფროსის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში (შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში) ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო მრეწველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები
რედაქტირება- შრომის ვეტერანი
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 524