ზურაბ ნასარაია
ზურაბ ნასარაია (დ. 19 ოქტომბერი, 1973, ფოთი) — ქართველი პოლიტიკოსი. საჯარო მმართველობის დოქტორი, ინჟინერ-ეკონომისტი, 2002–2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2018–2021 წლებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში.
ზურაბ ნასარაია | |
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2018 – 9 თებერვალი, 2021 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია |
წინამორბედი | მერაბ ჭანუყვაძე |
მემკვიდრე | გიორგი სახოკია |
დაბადებული | 19 ოქტომბერი, 1973 ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | საჯარო მმართველობის დოქტორი |
პროფესია | მართვა-მანქანათმშენებლობის ინჟინერ-ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
განათლება
რედაქტირება1990–1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე, მართვა-მანქანათმშენებლობის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წელს მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი [წყარო არ არის მითითებული 884 დღე]
ბიოგრაფია
რედაქტირება1990–1993 წლებში იყო ქალაქ ფოთის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ეკონომისტი. 1993–1995 წლებში ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1995–1996 წლებში ფოთის მალთაყვის უბნის მუნიციპალური ტერიტორიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1996–1997 წლებში ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის თავმჯდომარე. 1997 წელს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მმართველობის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
1997–1998 წლებში 100% სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოება „ფოთის გემსაშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1998–1999 წლებში ქალაქ ფოთის მერიის კანცელარიის უფროსი. 1999–2002 — ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, მერია) აპარატის უფროსი.
2002 წელს არჩეული იქნა ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრად.
2002–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, ასევე საქართველოს პარლამენტის საგადასახადო შემოსავლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი და საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი;
2004–2007 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ შრომის, ხელფასისა და სტრუქტურული მოწყობის განყოფილების უფროსი. 2007–2008 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008–2009 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე. 2009–2010 წლებში შპს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის შ.პ.ს. „ფროფერთი მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი. 2010–2014 წლებში სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
2014–2018 წლებში საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
2018–2021 წლებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში.
სამეცნიერო ნაშრომი: 10 სამეცნიერო სტატია და 3 სახელმძღვანელო. გამოცემული აქვს წიგნები: „რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა“, „საქართველოს ეკონომიკა“, „ბიზნესი და ერგონომიკა“.
ორგანიზაციის წევრობა
რედაქტირება- ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ ნასარაია — ბიბლიოვიკი
- ზურაბ ნასარაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი დაარქივებული 2023-03-20 საიტზე Wayback Machine.