ზურაბ ნარმანია
ზურაბ ნარმანია (დ. 20 იანვარი, 1955, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 12 აგვისტო, 2000, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.
ზურაბ ნარმანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1955[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 12 აგვისტო, 2000 (45 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | მფრინავი ჭიანჭველა |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ კოკის ძე ნარმანია დაიბადა 1955 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
პირველი ლექსები: „ჩემი სახლია...“, „მიიძინებენ ლაჟვარდების ლურჯი ბაღები...“, „სივრცის მსუბუქი...“, „ღამეს მშიერი მისდევს ავაზა...“, „თუმცა არ ვიცი...“ გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკრის 1977 წლის მეოთხე ნომერში.
პირველი პოეტური კრებული „უსაფეხურო კიბე“ 1986 წელს გამოსცა „მერანშ“. 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ზურაბ ნარმანიას მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის „სტალინის სიკვდილის საიდუმლო“, ხოლო 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა „კაენის გზით“ (მატერიალური კულტურის ტრაგედია).
1983–2000 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ თანამშრომელი.
გარდაიცვალა 2000 წლის 12 აგვისტოს.
წიგნები
რედაქტირება- „უსაფეხურო კიბე“, „მერანი“, 1986
- „მფრინავი ჭიანჭველა“, გამომცემელი: ჟურნალ „ცისკრის“ რედაქცია, 2001
თარგმნილი წიგნები
რედაქტირება- აბდურახმან ავტორხანოვი – „სტალინის სიკვდილის საიდუმლო“, „მერანი“, 1992
- მაქსიმილიან ვოლოშინი – „კაენის გზით“ (მატერიალური კულტურის ტრაგედია) (პოემა), „მერანი“, 1998
კინოროლი
რედაქტირება- ზურა (ლიკა ქავჟარაძის პარტნიორი) – სატელევიზიო მუსიკალური ფილმი „სიყვარული, ივერია და...“, კომპანია „ქართული ტელეფილმი“, რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე – 1975
ჯილდოები
რედაქტირება1998 წლის 7 მარტს დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132 (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში).