ზურაბ ლიპარტია
ზურაბ შალვას ძე ლიპარტია (დ. 5 აგვისტო, 1947, რუხი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერ-ეკონომისტი. აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (2001), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2000).
ბიოგრაფია
რედაქტირება1972 წელს დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადადემია საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი. 1973-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს „ენგურჰესმშენის“ სამრეწველო-საწარმოთა გაერთიანების გენერალურ დირექტორის მოადგილედ, 1987-2007 წლებში აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 2000-2006 წლებში შეთავსებით ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს საბაჟო აკადემიაში, 2007-2013 წლებში ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტში. 2002-2007 წლებში იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება შპს „აესას“ რექტორი. 2009 წლიდან სტუ-ის სრული პროფესორია.
ლიპარტია ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პრობლემების კვლევას.
შრომები
რედაქტირება- კორპორაციული ფინანსები (თეორია, პრაქტიკა, სტრატეგიები), ტ. 1–2, თბ., 2012–13 (თანაავტ.);
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში, თბ., 2017;
- ფინანსური მენეჯმენტის ფილოსოფია, თბ., 2017;
- ბიზნესის ანალიზი (შეფასება და განვითარების პროგნოზირება), თბ., 2020;
- სტრატეგიული მენეჯმენტი, თბ., 2022.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებადაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).