ზურაბ თვალჭრელიძე

1950-2020 Archaeologist, Historian, Scientist.

ზურაბ თვალჭელიძე (დ. 16 ნოემბერი, 1950 - გ. 9 აპრილი, 2020) - ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი და ისტორიკოსი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ზურაბ თვალჭრელიძე
 
ზურაბ თვალჭრელიძის ფოტო
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1950
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 2020
მოქალაქეობა   სსრკ,   საქართველო
მუშაობის ადგილი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

1974 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის მიმართულებით. 1975-1977 წლებში  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის (კლდის ძეგლების)  ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტია, ხოლო 1977-1989 წლებისთვის ამავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 1993-2004 წელბში კი შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამავე წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯში ისტორიის მიმართულებით.

ზურაბ თვალჭრელიძის სამეცნიერო გზა იწყება მაშინ, როდესაც საინტერესო არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მიმართულება ჩნდება საქართველოში: გამოქვაბულებისა და მღვიმეების კვლევას პირველ რიგში, როგორც ადამიანთა სადგომის, შემდეგ კი მეუდაბნოე ბერების სადგომისა და მათი მოღვაწეობის არეალის შესწავლა. თავდაპირველად ნოქალაქევის არქეოლოგიურ კვლევაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ნოქალაქევის არქეოპოლის-ციხეგოჯის შესწავლა იწყებოდა. ამის შემდეგ 1984-1997 წლებისთვის, ერთვება ქცია-ხრამის ხეობის კლდის ექსპედიციაში, სადაც ხელმღვანლის სტატუსით იმყოფება. მისი მთავარი სამცნიერო ნაშრომების ნაწილიც სწორედ ქცია-ხრამის ხეობაში არსეუბუილ მღვიმე-გამოქვაბულების შესწავლის შედეგად მიგნებული არტეფატქებით ხასიათდება.

1998 წლიდან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის (გარეჯის უდაბნო - მონასტრების) არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია. დავითგარეჯში არსებული მრავალრიცხოვანი მონასტრებიდან ზურაბ თვალჟრელიძემ ყურადღება მიაპყრო ივანე ნათლისმცემლის სახელობის სავანეს. როგორც ცნობილია ამ გათხრებში მონაწილებას ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა, ხოლო გათხრები იწყებოდა გვიან შემოდგომაზე და დაზამთრებამდე გრძელდეობა, უდაბნოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. აღნიშნულ ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გამოჩენილი არქეოლოგები, როგორებიცაა  გივი გაფრინდაშვილი, სოსო ბურდილაძე, ეთნოლოგი ელდარ ნადირაძე და ხელოვნებათმცხოდნე ზაზა სხირტლაძე.

1999-2006 წლებში ზურაბ თვალჭრელიშვილი  საქართველოს კლდის ძეგლებისა და ეთნოლოგიის ფონდის თავმჯდომარე იყო. 2004-2006 წლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორი. საქართველოს კულტურის სამინისტროს მოძრავ ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციისა და სარეესტრო კომისიის წევრი (2001-2004) საქართველოს მეციერებათა აკადემიის, საქართველოს არქეოლოგიური კომისიის წევრი (2005-2006); გარდა ამისა, 2006-2013 წლებისთვის  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიური სექციის წევრი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წევრი (2013 წ.)

ზურაბ თვალჭრელიძე გარდაიცვალა 2020 წელს,  პანდემიის პერიოდში უცაბედად გარდაიცვალა 69 წლის ასაკში.

სამეცნიერო მოღვაწეობა რედაქტირება

  • მონოგრაფიის ავტორი
  • მონოგრაფიის თანაავტორი
  • ოცდაატამდე სტატიის ავტორი
  • რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტებისა და კონფერენციების მონაწილე
  • საქართთველოს მუზეუმების „მოამბის“ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია) რედაქტორი

სამეცნიერო ნაშრომები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება