ზურაბ ელიზბარაშვილი

ზურაბ ალექსანდრეს ძე ელიზბარაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1930, ბორჯომი, — გ. 30 მაისი, 2013) — ქართველი აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონომიიკის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1986).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1960). 1960-1976 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ეკონომიკის განყოფილების გამგე, 1976-2006 წლებში — საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის გამგე, 2006 წლიდან — პროფესორ-კონსულტანტია. მისი სამეცნიერ შრომები ეხება სოფლის-მეურნეობის წარმოების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ეკონომიკურ-ორგანიზაციულ პრობლემებს, საწარმოო და ეკონომიკურ სიტუაციათა ოპტიმიზაციის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება