ზურაბ გოგია
ზურაბ გოგია (დ. 25 თებერვალი, 1946, რუსთავი — გ. 1994 ) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
ზურაბ გოგია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 თებერვალი, 1946 |
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1994 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1976-1980 წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1980-1985 წლებში იყო პოლიტიკური პატიმარი. 1986-1992 წლებში იყო საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“ , საქართველოს სახალხო ფრონტი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი.