Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

ზურაბ ბარათაშვილი — XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდალი (იხსენიება 1634, 1637 საბუთებში). სარდლობა უნდა მიეღო სიმონ II-ის მეფობის ბოლო ხანებში, ქაიხოსრო ბარათაშვილის შემდეგ ერთგულობდა როსტომ მეფეს. ზურაბი იყო ბარათაშვილთა ერთი შტოს - ზურაბიშვილთა გვარის ფუძემდებელი. ყმა-მამული სასახლითა და ეკლესია-მონასტრით ჰქონდა კაზრეთში, რომლის შემდეგ ზურაბიშვილთა სამფლობელოს, საზურაბიშვილოს, რეზიდენცია გახდა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;