ზურაბ ადამია (დ. 1 მაისი, 1949) — ქართველი ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესიონალი ექსპერიმენტატორი.

ზურაბ ადამია
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1949
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი საქართველოს უნივერსიტეტი
სამეცნიერო წოდება ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესიონალი ექსპერიმენტატორი.
ჯილდოები მისი სამეცნიერო შრომა: 1990, 1995 წლებში აღიარებულია როგორც საუკეთესო მრავალ პუბლიკაციებს შორის.
სამეცნიერო სფერო ფიზიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ ადამიამ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990 წელს (საბჭოთა კავშირის დროს) ВАК-ის დადგენილებით მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო, რესპუბლიკურ და ადგილობრივ კონფერენციებში და ფლობს 3 პატენტს. 1989 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ერთობლივი კვლევა აქვს ჩატარებული. Institute of High Pressure Physics (Academy of Sciences – WARSAW)-ში იყო მიწვეული 1997 წელს. 2012 წელს შექმნა უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული.2017 წელს მან საშუალო სკოლისთვის National Instruments ტექნოლოგიების შესწავლის აპარატურა და პროგრამები დაამზადა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად. გამოქვეყნებულიაქვს 61 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 19 იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში.

დასაქმება

რედაქტირება

2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში, და კითხულობს საგნებს რომლებიც აირს: მექანიკა, ელექტროობა და მაგნეტიზმი, თერმოდინამიკა და რადიოტექნიკა. თეორიული კურსები: ნახევარგამტარების საფუძვლები, წრედთა თეორია, ანალოგური ელექტრონიკა, ციფრული ელექტრონიკა, მიკროპროცესორები, სისტემების მოდელირება და კონტროლი, LabView დაპროგრამირება, სიგნალები და სისტემები. არის ასოცირებული პროფესორი: საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება