ზურაბ აბაშიძე

ქართველი პოლიტოლოგი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბ აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ზურაბ ირაკლის ძე აბაშიძე (დ. 11 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი დიპლომატი. ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში (1983). არის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. არის ავტორი წიგნისა „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ“ (2000). იყო სკკპ წევრი (1976-1990).

ბიოგრაფიარედაქტირება

1973 წელს დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1974-1978 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1978-1980 წლებში საბჭოთა საკონსულოს ატაშე ბომბეიში; 1980-1984 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე; 1984-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1993-2000 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი; 2012 წელს დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლად.

არის საქართველოს უცხოეთთან მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1988-1993)

ბიბლიოგრაფიარედაქტირება

  • ცივი ომი-წარსული თუ დღევანდელობა? (ავტორი). - თბ., 2009. - 224. - ISBN: 978-99928-20-36-0
  • ნატო და საქართველო : უტოპიიდან რეალობისკენ (ავტორი). - თბ., 2000. - 288

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება