ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით.[1]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | ზუგდიდი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 ნაწილს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ზუგდიდი“.
წინა გერბის აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარს 4 ნაწილად (ველად) ყოფს ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს.
- I ნაწილი — ძოწის ველზე მოთავსებულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი;
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი;
- III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ვერცხლის ხუთი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი;
- IV ნაწილი — ძოწის ველზე ყალყზე შემდგარი ვერცხლის ცხენი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ზუგდიდი“.