ზუა — ურარტული წარწერების მიხედვით დიაოხის სამეფო ქალაქი. ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით სავარაუდოდ მდებარეობდა მდ. ჭოროხის აუზში, ან ცოტა აღმოსავლეთით ერზურუმი-ყარსის მახლობლად. ზუას ეტიმოლოგია უცნობია.

ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. წ. 810–786 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან (თანამედროვე ეშექ-ილიასი თურქეთი) იუწყება:

ვიკიციტატა
„დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე.[1][2]

მენუას დროს დიაოხის „სამეფო ქალაქის“ ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის „სამეფო ქალაქად“ უკვე ქალაქი – ზუა ჩანს.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960. с. 157-159
  2. Н. В. Арутюнян. Корпус Урартских Клинообразных Надписей. Ереван: Издательство «Гитутюн» НАН РА, 2001. с. 77-79
  3. გ. მელიქიშვილი. საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის, თბ., 1955. გვ. 86
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზუა&oldid=4708195“-დან