ზორო ზოროიანცი
ზორო ზოროიანცი (დ. 1885, ცხანი — გ. 1943, თბილისი) — სომეხი პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება ჯერ თბილისის გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ — კი რუსეთში, პოლიტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, მაგრამ მისი დამთავრება ვერ შეძლო უსახსრობის გამო.
მისი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. მუშაობა ბურღულეულის ფაბრიკაში დაიწყო. 1917 წლიდან იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ერთიანდება დაშნაკცუთიუნის პარტიაში. ამ წელსვე მას ახალციხის ქალაქისთავად ნიშნავენ. სომხეთ-საქართველოს ომის დროს ის რამდენჯერმე დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებთ ზოროიანცი ჯერ საქართველოს პარლამენტის, მოგვიანებით კი დამფუძნებელი კრების წევრი ხდება დაშნაკცუთიუნის პარტიიდან. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ახალციხის რევკომში შევიდა. 1927 იგი დააკავეს საბჭოთა რეჟიმისადმი არაკეთიგანწყობისათვის და გადაასახლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუნცაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 173.
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016