ზომბილენდი
„ზომბილენდი“ (ინგლ. ზომბილენდი) — 2009 წლის საშინელებათა ჟანრის კომედია. პრემიერა გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს ფილმის რეჟისორია რუბენ ფლეიშერი.
„ზომბილენდი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | რუბენ ფლეიშერი |
პროდიუსერი | გევინ პოლოუნი |
სცენარის ავტორი |
პოლ უერნიკი რეტ რიზი |
როლებში |
ჯესი აიზენბერგი ვუდი ჰარელსონი ემა სტოუნი ებიგაილ ბრესლინი |
კომპოზიტორი | დევიდ სერდი |
სტუდია | Relativity Media |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 87 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 23.6 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 102.4 მილიონი აშშ დოლარი[2] |
სიუჟეტი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც აშშ-ში ზომბის ვირუსი გავრცელდა, გადარჩა მცირერიცხოვანი გუნდი რომელიც მოგზაურობს ქალაქიდან ქალაქში რათა ზომბებს გაექცნენ. ერთ-ერთი გადარჩენილთა შორის თინეიჯერი ბიჭია, რომელიც კოლუმბუსში მიემგზავრება სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ გადარჩეს მან შეიმუშავა წესთა სისტემა რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში იცავს. ერთხელაც გზაზე ის შეხვდება სხვა გადარჩენილ მოგზაურს, რომელსაც ზომბთა სხვადასხვა სადისტური ხერხით დახოცვა უყვარს. ის ტალაჰასში მიემართება ამიტომ ბიჭის გაყოლებასაც გადაწყვეტს. მარტოობაში ისინი ვერავის ენდობიან, ამიტომ ერთმანეთს იმ ქალაქების სახელებს ეძახიან საითაც მიემართებიან. კოლუმბუსს და ტალაჰასს ბევრი სურთულის გადალახვა მოუწევთ ერთად, მათ შორისაა ორი ცბიერი და (უიჩიტა და ლიტლ როკი) რომლებმაც რამდენიმეჯერ გააცურეს ბიჭები.
როლებში
რედაქტირება- ჯესი აიზენბერგი — კოლუმბუსი
- ვუდი ჰარელსონი — ტალაჰასი
- ემა სტოუნი — უიჩიტა
- ებიგეილ ბრესლინი — ლიტლ-როკი
- ემბერ ჰერდი — 406, კოლუმბუსის მეზობელი
- ბილ მარი — თამაშობს თავის თავს
კოლუმბუსის წესთა სისტემა
რედაქტირება- იყავი ფორმაში
- საკონტროლო გასროლა
- ფრთხილად ტუალეტებში
- უსაფრთხოების ღვედი
- მფრინავი რკინის ტაფა
- იცხოვრე მარტივად
- იშოვე მაგარი წყვილი
- პირსახოცი
- ბოულინგის ბურთი
- არ ისურვო, იყო გმირი (ფილმის ბოლოს იცვლება „იყავი გმირი“-თ)
- ერიდე სტრიპტიზ-კლუბებს
- თუკი ეჭვი გეპარება, გვერდის ასავლელი გზა იპოვე.
- შეამოწმე უკანა სავარძელი
- შვეიცარიული საბრძოლო დანა
- ჰიგიენა
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ფილმის ყველა პერსონაჟს ამერიკის ქალაქების საპატივსაცემულო სახელები ჰქვია: კოლუმბუსი (კოლუმბუსი), ტალაჰასი (ტალაჰასი), უიჩიტა (უიჩიტა) და ლიტლ როკი (ლიტლ-როკი).
- ბილ მარის და ვუდი ჰარელსონს ერთად უკვე ჰქონდათ ნათამაშები სხვა ფილმში.
- როდესაც ფილმში ტალაჰასი და ბილ მარი მარიხუანით დაბოლდებიან ისინი ცდილობენ დაიჭირონ წარმოსახვითი მოჩვენება და ერთმანეთს მიმართავენ სახელებით: რეი და პიტი. ასე ეწოდება ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეების“ მთავარ გმირებს, რომელშიც ბილ მარიმ პიტის როლი შეასრულა.
- ფილმის თითქმის ბოლო მომენტში უიჩიტა კოლუმბუსს თავის ნამდვილ სახელს ეუბნება - კრისტა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Zombieland. British Board of Film Classification (September 24, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2009. ციტირების თარიღი: March 14, 2010.
- ↑ 2.0 2.1 Zombieland. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 14, 2010.