ზნამიანკა (ქალაქი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ზნამიანკა (უკრ. Знам'янка) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს კიროვოჰრადის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 23743 კაცს შეადგენდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზნამიანკა Знам'янка | |||||
ქალაქის ხედი სამხრეთიდან | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | კიროვოჰრადი | ||||
კოორდინატები | 48°42′49″ ჩ. გ. 32°40′24″ ა. გ. / 48.71361° ჩ. გ. 32.67333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1869 | ||||
ფართობი | 14.8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 197 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 23743[1] კაცი (2013) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 27400 და 27406 | ||||
ოფიციალური საიტი | https://znam.gov.ua/ | ||||
ისტორია
რედაქტირებაზნამენკა დაარსდა 1869 წელს, როგორც რკინიგზის სადგური, სახელწოდება მიიღო ახლომდებარე სოფლიდან, რომელიც 1730 წელს არის დაარსებული ცენტრალური რუსეთიდან გადმოსახლებულების მიერ (დღევანდელი ზნამენკა-დრუჰა). 1886 წელს 143 მოსახლე იყო. 1913 წელს აქ დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთის იმპერიის დაშლისა და სსრკ-უკრაინის ომის (1917-1921) დაწყების შემდეგ ქალაქი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, ხოლოდნი-იარის რესპუბლიკის და სხვა წარმონაქმნების მმართველობის ქვეშ მოექცა. 1920 წელს საბჭოთა ჯარებმა ქალაქი მესამე მცდელობით საბოლოოდ დაიპყრეს. ზნამიანკას არანაკლებ 891 მაცხოვრებელი შეეწირა ჰოლოდომორსა (1932-1933) და პოლიტიკურ რეპრესიებს. 1938 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 5 აგვისტოდან 1943 წლის 9 დეკემბრამდე ქალაქი ნაცისტებს ეკავათ.
1960-იან წლებში აშენდა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, 1977 წელს — ქალაქის კულტურის სასახლე, 1980-იან წლებში — 9-სართულიანი საცხოვრებლები.
დონბასის ომში (2014-2022) თითქმის 1000 ზნამიანკელი მონაწილეობდა. დაიღუპა 12, ქალაქის ცენტრალურ ქუჩას ერთ-ერთი მათგანის (ვიქტორ ჰოლის) სახელი ჰქვია.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ზნამიანკა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან წამოსული რამდენიმე ათასი დევნილის თავშესაფარი გახდა.
გალერეა
რედაქტირება-
ორთქლმავალი ლოკომოტივის ძეგლი რკინიგზის სადგურთან
-
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ძეგლი
-
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გმირების ძეგლი