ოქროს ქვიშები

(გადამისამართდა გვერდიდან ზლატნი-პიასიცი)

ოქროს ქვიშები (ბულგ. Златни пясъци — ზლატნი-პიასიცი) — კურორტი ბულგარეთის შავიზღვისპირა სანაპიროზე, ქალაქ ვარნიდან ჩრდილოეთით 16 კმ-ში. მოქცეულია ოქროს ქვიშების ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო კურორტი და ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მთავარი კურორტია. ზამთარი რბილია (იანვრის საშუალო ტემპერატურა 2°С), ზაფხული მეტად თბილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 22,5°С). ნალექები დაახლოებით 430 მმ წელიწადში. არის 3,5 კმ სიგრძისა და 100 მ სიგანის კარგი წვრილქვიშიანი პლაჟი. სამკურნალო საშუალებები: კლიმატოთერაპია, მზისა და ჰაერის აბაზანები, ზღვაში ბანაობა, ტალახით მკურნალობა, ყურძნით მკურნალობა. არის სანატორიუმი, პანსიონატი, დასასვენებელი სალხი, წყალსამკურნალო. გვხვდება სასტუმროები, სპორტული აღჭურვილობები. მიდამოებში არის ბაღები, ვენახი. კურორტის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო. ოქროს ქვიშებში სულ 70 სასტუმროა. პრაქტიკულად ყველა სასტუმრო და კოტეჯი განლაგებულია კურორტის გარშემო არსებულ მწვანე ზონაში.

ოქროს ქვიშები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება