ზიულფიუ ლივანელი
ზიულფიუ ლივანელი (თურქ. Zülfü Livaneli, დ. 20 ივნისი 1946, ილგინი) — თანამედროვე თურქი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი, კინორეჟისორი და პოლიტიკური მოღვაწე.
ზიულფიუ ლივანელი | |
---|---|
თურქ. Zülfü Livaneli | |
დაბადების თარიღი | 20 ივნისი, 1946[1] [2] (78 წლის) |
დაბადების ადგილი | ილგინი |
ფსევდონიმი | O. Z. Livaneli[3] |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პოლიტიკოსი, კინორეჟისორი, პოეტი, მომღერალი, მწერალი და სცენარისტი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
ალმა-მატერი | TED Ankara College Foundation Schools |
ჯილდოები | ოქროს ფორთოხლის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, იუნუს ნადის პრემია და ტენკოს პრემია |
საიტი | livaneli.gen.tr |
XX საუკუნის 70-იან წლებში, პოლიტიკური მოსაზრებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი. თავდაპირველად ცხოვრობდა სტოკჰოლმში, შემდეგ პარიზსა და ათენში. 1984 წელს დაბრუნდა თურქეთში სტამბოლში გამართა კონცერტი, სადაც შეასრულა სიმღერა „Merhaba“ (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება).
ზიულფიუ ლივანელი მრავალრიცხოვანი თურქული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატია. ავტორია 300-ზე მეტი სიმღერის და 30 კინოფილმის. დაწერა მუსიკა ბალეტისათვის და 5 თეატრალური დადგმისათვის. არის ოქროს პალმის (1989) და ოქროს ანტილოპას პრემიების ლაურეატი.
2002-2007 წლებში თურქეთის პარლამენტის დეპუტატია სახალო რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119272903 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Czech National Authority Database