ზინობიანის პირველი სამაროვანი
ზინობიანის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის განაპირას სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. 1978 წელს მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურ ძეგლთა ნუსხის განყოფილების ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). სამაროვანი ქვაყრილიანი ორმოსამარხებია, რომელშიც მიცვალებულებია დაკრძალული მარჯვნივ გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდრონიკაშვილი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 404.