ზინობიანის ნასახლარი

ზინობიანის ნასახლარიარქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. 1978 წელს მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). ნასახლარის შემორჩენილი კედლების (სიმაღლე — 0,6 მ. სისქე — 1 მ.) შიდა და გარე პირი ნაგები იყო დიდი ზომის ქვების მშრალი წყობით. საპირე ქვებს შორის არე შევსებული იყო წვრილი ქვებით.

ლიტერატურა

რედაქტირება