ზინაიდა ბესტაევა
ზინაიდა ბესტაევა (დ. 1967, ცხინვალი) — ქართველი პოლიტიკოსი, იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაზინაიდა ბესტაევამ 1984 წელს დაამთავრა ცხინვალის მე-7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა მსუბუქი მრაწველობის საბუღალტრო კურსებზე. 1985 წელს ჩაირიცხა ქალაქ რიაზანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დაბა ბაკურიანში მდებარე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტურბაზაში საქმისმწარმოებლად. 1991 წელს დატოვა საქართველოს ტერიტორია და დასახლდა ჩრდილოეთ ოსეთში. 1996 წელს მუშაობა დაიწყო ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოსთან არსებულ საბავშვო ფონდის ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილებაში სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2001-2004 წლებში მუშაობდა საემიგრაციო სამსახურში. 2004 წლის აგვისტო — დეკემბერში იყო რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2004 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს პარლამენტი დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.