ზიზილა
ზიზილა (ლათ. Bellis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ნიჩბისებრი ან უკუკვერცხისებრი ფოთლები და ერთკალათიანი საყვავილე ღერძი; კალათში განაპირა ყვავილები ენისებრია, მხოლოდ ბუტკოიანი და თეთრი, ვარდისფერი ან იშვიათად წითელი, შიგნითა — მილისებრი, ორსქესიანი და ყვითელი. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად — დაყოფით.
ზიზილა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზიზილას სახეობა (Bellis perennis), რომელიც საქრათელოში იზრდება | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Bellis | ||||||||||||
|
10 (15) სახეობა ველურად გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა — Bellis perennis, რომლის ბუთხუზაყვავილებიან ფორმებს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ კლუმბებისა და ბორდიურების გასაფორმებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 520.