ზიარჭურჭელი
ზიარჭურჭელი — ერთმანეთთან ქვედა ნაწილებით შეერთებული 2 ან რამდენიმე ჭურჭელი.[1] ერთნაირი სითხით შევსებულ ზიარჭულჭელში, რომელთა დიამეტრი საკმაოდ დიდია (შესაძლებელია კაპილარული მოვლენების უგულებელყოფა), სითხეთა ზედაპირები ერთნაირ დონეზეა, მიუხედავად ზიარჭურჭლის ფორმისა; ამაზეა დაფუძნებული ქვაბების წყალსაზომი მინებისა და სხვათა მოწყობილობა. თუ ზიარჭურჭელში სხვადასხვა სითზეა ჩასხმული, მაშინ ამ სითხეთა სვეტების სიმაღლეები (რომლებიც ათვლილია მათი ერთმანეთთან ან მესამე სითხესთან, მაგ., ვერცხლისწყალთან, შეხების ზედაპირიდან) მათი სიმკვრივების უკუპროპორციულია, რაც სითხეთა სიმკვრივის გაზომვის საშუალებას იძლევა. როდესაც ზიარჭურჭლის ერთ-ერთი მუხლი დახურულია, სითხის დონეთი სხვაობა დამოკიდებული იქნება წნევაზე დახურულ მუხლში. ამაზეა დამფუძნებული დახურული მანომეტრების მოწყობილობა. ზიარჭურჭლის წესია: უძრავ ზიარჭურჭელში ერთგვაროვანი სითხის თავისუფალი ზედაპირი ერთ დონეზე დგას, ხოლო არაერთგვაროვანის სხვადასხვაზე. თუ ზიარჭურჭელის მუხლებში ჩასხმულია ორი სხვადასხვა სითხე, რომლებიც ერთმანეთს არ ერევა, მაშინ ის სითხე, რომლის სიმკვრივეც ნაკლებია, მეტ სიმაღლეს იკავებს.