ზვარიას ხიდი
ზვარიას ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს ზვარიას ღელეზე (მიერთვის მაჭახელას მარცხნა მხრიდან), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ საფუტკრეთში.
ზვარიას ხიდი | |
---|---|
კოორდინატები: 41°28′54″ ჩ. გ. 41°52′11″ ა. გ. / 41.481861° ჩ. გ. 41.869917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
მასალა | რიყის ქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
![]() |
ხიდის აღწერარედაქტირება
ხიდი მოქცეულია სამანქანო ხიდის ქვეშ. ბოლო დრომდე ის სრულად იყო მოღწეული, მაგრამ მდინარის დინამიკური და ხიდის სტატიკური დატვირთვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ხიდი მცირე ზომისაა. მალის ზომაა 1,80 მ, ისარი — 0,90 მ. ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე — 2,10 მ, ბურჯის სიმაღლე — 1,20 მ, სიგანე — 1,45 მ. რადიალურად დაწყობილი თაღის ქვების სიგანე 30 სმ-ია. თაღზე გაყოლებული ჰორიზონტალური ქვების წყობისა 0,8-0,10 მ-ია. ლავგარდნის გამოწევა 4-5 სმ, ხიდის სიგანე — 1,35 მ.
ლიტერატურარედაქტირება
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41