ზეფირი
ზეფირი (რუს. зефи́р) — რბილი საკონდიტრო ნაწარმის სახეობა, რომელიც მზადდება ხილისა და კენკრის პიურის (ძირითადად ვაშლის პიურის) შაქართან და კვერცხის ცილასთან ერთად ათქვეფით და შემდგომ შემასქელებელი აგენტის დამატებით, როგორიცაა პექტინი, კარაგენანი, აგარი ან ჟელატინი. იგი იწარმოება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.[1] ატარებს დასავლეთის მსუბუქი ქარის ბერძენი ღმერთის — ზეფირის სახელს, რაც ამ საკონდიტრო ნაწარმის დელიკატურ ჰაეროვან კონსისტენციას განასახიერებს.
ტიპი | საკონდიტრო ნაწარმი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
წარმოშობის ადგილი | რუსეთი | ||||||
მთავარი ინგრედიენტები |
ხილის პიურე, კვერცხის ცილა, შაქარი | ||||||
ვარიაციები | საკვები საღებავი | ||||||
329 კკალ (1377 კჯ) | |||||||
| |||||||
გლიკემიური ინდექსი | 65 (საშუალო) | ||||||
|
ზეფირი მიიღება ტრადიციული რუსული პასტილას საკონდიტრო ნაწარმიდან, რომელსაც ემატება კვერცხის ცილის ქაფი და შემასქელებელი აგენტი.
ფორმა, როგორც წესი, წააგავს ტრადიციულ მერინგას . თუმცა, კომერციული კლასის მერინგისგან განსხვავებით, ზეფირი არასოდეს არის ხრაშუნა. შოკოლადით დაფარული მარშმელოუს მსგავსი საკონდიტრო ნაწარმის უმეტესობისგან განსხვავებით, ზეფირები ჩვეულებრივ ფუნთუშების/ბისკვიტების ფენების გარეშე იყოდება.
ზეფირი, როგორც წესი, თეთრია, შეიძლება იყოს ვარდისფერი (კენკრით, როგორიცაა ალუბალი, მარწყვი და სხვა), შეიძლება ჰქონდეს მწვანე საღებავი, თუ ის ვაშლის არომატითაა. ასევე გავრცელებული ვერსიაა შოკოლადით დაფარული ზეფირი.
ზეფირი თავისი კონსისტენციით წააგავს მარშმლოუს, კრემბოს და თანამედროვე ორეოს შიგთავს (თუმცა არა მის 1902 წლის წინამორბედ Hydrox-ს, რომელიც კარაქით მზადდებოდა ).
-
შოკოლადით დაფარული ზეფირი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ГОСТ-6441-96, Изделия кондитерские пастильные, общие технические условия (Interstate Standard 6441-96, Pastila type confectionery. General specifications, in Russian)