ზემო ხოდაშნის ბოჭორმის ეკლესია

ზემო ხოდაშნის ბოჭორმის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,2 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი საკმაოდ განიერი და მაღალია, გადახურულია ბრტყელი თაღით. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს გეგმით ნახევარწრიული და ბრტყელი თაღით გადახურული თითო ღრმა ნიშია. თითო, შიგნით თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიში გრძივ კედლებშიცაა. გრძივ კედლებზე სამი წყვილი პილასტრია, რომლებიც სარკმლების ძირამდე აღწევენ. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილით საკურთხეველი გამოყოფილია დარბაზისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება