ზემო ხანდაკის საწარმო
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ზემო ხანდაკის საწარმო — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს ფოთლისებრი ვიწროქუდიანი სატევრის პირები, ფართომხრიანი მოზრდილი თოხი და ბრინჯაოს ზოდი (3 კილოგრამი), რაც ადასტურებს აქ მეტალურგიული საწარმოს არსებობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 161.