ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზემო ხანახის ციხეციხესიმაგრე ქალაქ ხანახის (ხანაკი) სამხრეთ-დასავლეთით მეგალითური ციხე-სიმაგრეების ნაშთებშია შემორჩენილი. მდებარეობს არტაანის პროვინციაში, თურქეთის რესპუბლიკა. სოფლის თანამედროვე სახელწოდება ავლაჯირი, თუმცა ძველად მას ზემო ხანახი ერქვა, რის გამოც სოფლის სანახებში მდებარე ციხე-სიმაგრეს ზემო ხანახის ციხის სახელით მოვიხსენიებთ.

ტოპონიმი

რედაქტირება

ზემო ხანახის ციხის ავთენტური სახელის დადგენის კუთხით საინტერესოა თავად აღნიშნული სოფლის ძველი სახელწოდების მოძიება. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკუთრივ ტოპონიმის, "ავჯილარი", განმარტება. მკვლევრების განმარტებით, თანამედროვე სოფელ ავლაჯილარს ძველად ზემო ხანახი ერქვა, ხოლო თანამედროვე ქალაქი ხანახი კი წარსულში შუა ხანახის სახელით ყოფილა ცნობილი. სახელი ავჯილარი რომ სოფლის ძველი სახელწოდების თანამედროვე თურქული დასახლებაა ნათელია. იგი არ ფიქსირდება თვით ოსმალურ აღწერებშიც. ხანახი კი ცნობილი სოფელია.

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

ზემო ხანახის ციხე მეტ-ნაკლდებად შემონახულ ძველ ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენს, თუმცა მისი დეტალური შესწავლა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არავის უცდია. აღნიშნული ციხე-სიმაგრე თავისი დებარეობიდან გამომდინარე არაერთხელ მოექცა ადგილობრივების ყურადღების ცენტრში, თუმცა თურქულ ენაზე დაწერილი სპეციალური სამეცნიერო ნაშრომი ზემო ხანახის ციხე-სიმაგრის შესახებ ჩვენ ვერ მოვიძიეთ. თურქ ავტორებს ციხის მოკლე აღწერილობა აქვთ გამოქვეყნებული. ყარსის მუზეუმის დაზვერვითმა ექსპედიციამ 1997 წელს სოფლის ტერიტორიაზე გარკვეული სახის არქეოლოგიური მასალა დააფიქსირა, რომელიც ხალკოლითისა და რკინის ხანას მიეკუთვნეს. ციხის ერთ-ერთი უკანასკნელი მოკლე აღწერილობა ტოპოგრაფიულ გეგმასთან ერთად სამი პიტაჯის ეკუთვნის.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  1. S. Pataci. Ardahan Kale ve Kuleleri. წგნ-ში:Ardahan Kale ve Kuleleri. Editor:S. Pataci. Ardahan. 2016, გვ. 78