ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ზემო ჩოჩეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩოჩეთის განაპირას, ჩრდილოეთით, ტორიკაანთ უბანში. თარიღდება X საუკუნის დასასრულით.

ეკლესია დარბაზულია (11,3 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის გვერდზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო მაღალი ნახევარწრიული, თაღოვანი ნიში. აფსიდის მხრების წინ საკურთხევლის ბაქანია, რომელსაც ცენტრში ნახევარწრიული არდაბაგი ეკვრის. გრძივი კედლები ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი სამსაფეხურიანი პილასტრებით.

ფასადების კედლის სიბრტყე სხვადასხვა ფორმისა და ფერის ქვითაა ნაწყობი. კუთხეებში დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. დასავლეთ ფასადზე მაღლა, მოურთველი სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია წარწერიანი ქვები (დაზიანებულია). სარკმლის ქვემოთ ორი ქვაა, რომლებზეც წითლად შეღებილ ფონზე ტოლმკლავებიანი ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია. განივ ფასადებზე ფრონტონის ლავგარდანს ქვემოთ ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.