ზემო უბნის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი
ზემო უბნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 500-600 მეტრზე, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) განაპირას. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,7 x 4,8 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები შირიმის კვადრატებითაა ამოყვანილი. კამარა ჩანგრეულია. დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ნაწილი; ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენების მხოლოდ კვალი შეიმჩნევა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შემორჩენილია კონქის ქუსლის და ერთსაფეხურიან პილასტრზე დაყრდნობილი საბჯენი თაღის მცირე ნაწილები. ინტერიერი შელესილი ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი. კ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 253.