ზემო რენეს ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ზემო რენეს ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 700-800 მეტრზე, ტერასაზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის (დერგი, დოქი, ჯამი და სხვა) ფრაგმენტები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 158.