ზემო რენეს ეკლესია
ზემო რენეს ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ზემო რენეს სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (სიგანე 4,4 მ), ნაგებია ზედაპირმოსწორებული ქვიშაქვით. ძალიან დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი, ხოლო დასავლეთ ნაწილის გეგმის კონტური არ გაირჩევა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი სარკმელი. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 158.