ზემო ოქროყანის ეკლესია

ზემო ოქროყანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ხელოვნურად ქვით გამაგრებულ ბაქანზე, სოფელ ზემო ოქროყანასთან (სიმაღლე 1,8 მ). აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, კარი სწორკუთხაა. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსალეთით სრულდება სწორი კედლით, რომელსიც ეკლესიის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი. ფასადზე მას წაგრძელებული ფორმა აქვს და ნახევარწრიული თაღით სრულდება. სარკმლის ჩრდილოეთით მომცრო, ხოლო სამხრეთით მოზრდილი ნიშია. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება