ზემო ნაქალაქარის პირველი ნასოფლარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზემო ნაქალაქარის ნასოფლარი.

ზემო ნაქალაქარის პირველი ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის განაპირას, სამხრეთით, ბუჭურად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შემორჩენილია ათიოდე ნასახლარი ბუდე. გეგმით სწორკუთხა შენობები (8x5, 6x3, 5x4 მეტრი და ასე შემდეგ) ნაგებია რიყის ქვით. ჩანს კედლების წყობის 2-6 რიგი. კედლების სისქეა 0,5-0,7 მეტრი. ნასოფლარის ტერიტორიაზე შეგროვდა გვიანდელი შუა საუკუნეების დამახასიათებელი, აგურისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა რედაქტირება