ზემო ნაქალაქარის მეორე ნასოფლარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზემო ნაქალაქარის ნასოფლარი.

ზემო ნაქალაქარის მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის განაპირას, აღმოსავლეთით, ქარსაანთხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ნაყვერსში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე შემორჩენილია ათიოდე ნასახლარი ბუდე. შენობები გეგმით სწორკუთხაა (12x6; 8x4; 6x4 მეტრი და ასე შემდეგ), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია კედლების (სისქე 0,5-0,6 მეტრი) წყობის 4-6 რიგი. შენობები ზურგით მთის ფერდობშია შეჭრილი.

ლიტერატურა რედაქტირება