ზემო ნაქალაქარის მეორე ეკლესია

ზემო ნაქალაქარის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარიდან 5 კილომეტრზე, მდინარე მთიულთხევის სათავეებთან, ადგილ თელიანში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყის ქვითა და შირიმით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ნაწილები. სამხრეთ კედლის ნანგრევებში შესასვლელის კვალი ჩანს. ეკლესიის ზომების დადგენა არ ხერხდება.

ლიტერატურა რედაქტირება