ზემო მაღაროსოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მაღაროს თემში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი. სიღნაღიდან 7 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 224 კაცი. ზემო მაღაროში დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი. ზემო მაღაროში მდებარეობს ფერისცვალების სახელობის ტაძარი, ბიბლიოთეკა. ზემო მაღაროს ტერიტორიაზე, სოფელ ქელმენჩურში შეკრიბა 60-ზე მეტი კახელი თავადი 1802 წელს და გააპროტესტა რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჭუმბურიძე დ. „1802 წლის დიდი წინააღმდეგობრივი მოძრაობის შეფასებისთვის“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 37 — თბილისი, 2017 ISSN1512-3154