ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია
ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესია — ეკლესია საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზემო კრიხში, მდინარე კრიხულის მარცხენა სანაპიროზე. ეკლესია აგებულია X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში. ნაგებია კარგად გათლილი ქვითა და კირით. 1884 წელს ეკლესია გაანახლეს და დასავლეთის მხრიდან წააგრძელეს.
ეკლესიას აქვს გამოსახულებები და წარწერები, გამოირჩევა ულამაზესი საფარადე დეკორით. ინტერიერში ისტორიული პერსონაჟების ფრესკებია, რომლებიც XI საუკუნის მხატვრულ ნიმუშებს წარმოადგენს.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში. (სააღრიცხვო ნომერი-2579)
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-15.