ზემო კაჭრეთის მთავარანგელოზის ეკლესია
ზემო კაჭრეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით 1,5 კმ–ზე, მთაზე.
ეკლესია საძირკვლამდეა დანგრეული და მისი გეგმა ბოლომდე არ იკითხება (მიახლოებითი ზომები – 11,9x7,5 მ). ნაეკლესიარზე ხეებია ამოსული. ძეგლი ნაგები ყოფილა მსხვილი რიყის ქვითა და დუღაბით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 141.