ზემო ერმანის ლოდიერატიკული ლოდები საქართველოში, ნასოფლარ ზემო ერმანთან. მდებარეობს მდინარე ლიახვის მარცხენა მდგენელის — ერმანისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე.[1] ძველი მყინვარის მიერ ყელის ვულკანური ზეგნის კიდიდან, ხარულის ქედზე გადმოვლით ჩამოტანილ ლოდებს წარმოადგენს. განზომილებები 9x6x4,5 მ. შედგება ეფუზიური ქანისაგან, რომელსაც მუქი მოწითალო ფერი აქვს. მოწმობს ყელის ზეგნის პლეისტოცენური მყინვარის მიერ ხარულის ქედის გადალახვას. ფერდობზე ყელის ზეგნიდან სხვა დიდი ლოდებიცაა ჩამოტანილი. მისასვლელი გზა მიდის ცხინვალ-ედის-ერმანის საავტომობილო გზით სოფელ შუა ერმანში, შემდეგ ბილიკით ზემო ერმანის ნასოფლარამდე.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014
  2. „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.