ზემო არტანის მესამე ეკლესია
ზემო არტანის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ სოფლიონის აღმოსავლეთით, მდინარეების ივრისა და სოფლინურის შესართავთან. თითქმის მთლიანადაა დანგრეული, შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაწყობი აღმოსავლეთ კედლის ნაწილი. ეკლესია დარბაზული ყოფილა და ირგვლივ დაბალი, მშრალად ნაწყობი გალავანი ჰქონია შემოვლებული. გალავნის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა ბორცვზე, ქვაყუთის ტიპის რამდენიმე სამარხია. ასეთივე სამარხებია იქვე ახლოს მდინარე სოფლინურის მარჯვენა ნაპირზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 383.