ზელიმხან ხანგოშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილი (დ. 15 აგვისტო, 1979 — გ. 23 აგვისტო, 2019) ჩეჩნი წარმოშობის ქართველი ჯარისკაცი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1979 წელს პანკისის ხეობის სოფელ დუისში. სკოლის დამთავრების შემდეგ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სამუშაოდ წავიდა ჩეჩნეთში, მისი უფროსი ძმის, ზურაბ ხანგოშვილის რეზიდენციაში.

ზელიმხან ხანგოშვილი შეუერთდა 2001 წ. რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობას და მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის მეორე ომში. იყო ასლან მასხადოვის ახლო ამხანაგი და ერთ–ერთი საველე მეთაური. 2004 წ. ივნისში ნაზრან–ინგუშეთში იგი მონაწილეობდა რუსული არმიის ბაზაზე შეტევაში, რა დროსაც დაიღუპა 60-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რის გამოც რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

ჩეჩნეთის ომის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართულ არმიას შეუერთდა. 2008 წლის რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს მეთაურობდა სპეციალურ ანტიტერორისტულ სამხედრო დანაყოფს, მაგრამ არცერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა,.

2015 წლის 28 მაისს, თბილისში, ზელიმხან ხანგოშვილი თავდასხმის შედეგად დაჭრეს. თავდასხმას ის რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა. ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, რაზედაც უარი ეთქვა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. 2016 წ. ის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთაად დატოვეს თავშესაფრისთვის გერმანიაშიგადადის და ბერლინში სახლდება.[2]

2019 წ. 23 აგვისტოს, დაახლოებით შუადღისას, ხანგოშვილმა დატოვა მეჩეთი რა დროსაც ის, სახლისკენ მიმავალი რუსმა აგენტმა მოკლა. მკვლელობა მოხდა ბერლინის პარკში, მკვლელმა (რუსეთის მოქალაქე სახელად "ვადიმ კრასიკოვ") გამოიყენა პისტოლეტი ხმის დამთრგუნველი საშუალებით და ზურგში ორჯერ გასროლა.

დაკრძალეს მშობლიურ დუისში, 29 აგვისტოს.[3]

  1. რუსეთის სპეცსამსახურები ­თვალს არც აქ აშორებდნენ - ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ დაჰყვებოდნენ ფეხდაფეხ მკვლელები?. კვირის პალიტრა. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020.
  2. ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲘᲐᲨᲘ ᲞᲐᲜᲙᲘᲡᲔᲚᲘ ᲖᲔᲚᲘᲛᲮᲐᲜ ᲮᲐᲜᲒᲝᲨᲕᲘᲚᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲡ. პანკისის სათემო რადიო. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020.
  3. ხმაური გერმანიაში, დუმილი საქართველოში. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2020.